აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება კიდევ 30 დღით გაახანგრძლივა 18.04.2026 11:37

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება კიდევ 30 დღით გაახანგრძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.

გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყნები რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას 16 მაისამდე შეძლებენ.

უცხოური აქტივების კონტროლის დეპარტამენტის ცნობით, საშეღავათო ნებართვა რუსული ნავთობის გაყიდვას, გადაზიდვასა და გადმოტვირთვას მოიცავს იმ ტანკერებიდან, რომელთა ჩატვირთვა 17 აპრილამდე მოხდა.

ირანში ომის ფონზე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 30-დღიანი საშეღავათო ნებართვა 12 მარტს გამოსცა, მას შემდეგ, რაც ირანთან ომის მიმდინარეობისას ჰორმუზის სრუტე დაიბლოკა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ