დონალდ ტრამპი - სი ძინპინი ძალიან ბედნიერია, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნა, მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას, ეს ალბათ ისტორიული იქნება, ბევრ რამეს მივაღწევთ 18.04.2026 11:50

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჰურმუზის სრუტის გახსნით ძალიან ბედნიერია.

მისივე თქმით, ჩინეთში მაისში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს მოუთმენლად ელოდება.

„პრეზიდენტი სი ძინპინი ძალიან ბედნიერია, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნა და/ან სწრაფად იხსნება. ჩვენი შეხვედრა ჩინეთში განსაკუთრებული და, ალბათ, ისტორიული იქნება. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას, ბევრი რამ იქნება მიღწეული", - წერს ტრამპი.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი პეკინში ოფიციალური ვიზიტით 14-15 მაისს ჩავა. აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში აპრილში უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელს ომის გამო გადაიდო.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ