18.04.2026 17:48
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის პორტების ბლოკადის დაწყებიდან მოყოლებული, შეერთებულმა შტატებმა 23 გემი უკან გააბრუნა.
"13 აპრილიდან, ბლოკადის დაწყებიდან მოყოლებული, 23 გემმა შეასრულა აშშ-ის ძალების ბრძანება უკან დაბრუნების შესახებ", - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
განახლება ქაოტური 24-საათიანი პერიოდის შემდეგ გავრცელდა, რომლის განმავლობაშიც თეირანმა ჯერ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა, შემდეგ კი, ფაქტობრივად, ის ისევ დახურა.
CNN-ის ინფორმაციით, ირანის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების მოკლე პერიოდში, ჰორმუზის სრუტეში, სულ მცირე, 9 გემმა გაიარა.
ავტორ(ებ)ი :