,,ირანელები ძალას არ ემორჩილებიან''- ირანის პრეზიდენტი 20.04.2026 21:24

 

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-ის მთავრობის მიმართ „ღრმა ისტორიული უნდობლობა" აქვს და ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან მომავალი „არაკონსტრუქციული და წინააღმდეგობრივი სიგნალები" გააკრიტიკა.

„ვალდებულებების შესრულება შინაარსიანი დიალოგის საფუძველია", - დაწერა პეზეშკიანმა პლატფორმა X-ზე.

მან დასძინა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან მიღებული არაერთგვაროვანი გზავნილები „მწარე შინაარსის მატარებელია; ისინი ირანის დანებებას ისახავენ მიზნად".

„ირანელები ძალას არ ემორჩილებიან", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ