22.04.2026 09:57
თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში მოხდა. მომხდარის შედეგად, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაშავდა.
„ჩვენი სამხედრო ავიაციის სარდლობის კუთვნილი CH-47 სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი ანკარაში სასწავლო ფრენის დროს გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა", - აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.
რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, ეს ამ დრომდე უცნობია.
ავტორ(ებ)ი :