დონალდ ტრამპი - ირანთან ომში აშშ-ს ნატო საერთოდ არ სჭირდებოდა, თუმცა ალიანსი იქ უნდა ყოფილყო 23.04.2026 22:23

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მიმართებით მისი მიდგომა შედეგს იძლევა.

 

„მეორე მხარეს გარიგების დადება ძალიან უნდა. რასაც არ უნდა ვამბობდე ან ვაკეთებდე, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მუშაობს", - აღნიშნა ტრამპმა, როდესაც მას ირანის მიმართ მუქარის შესახებ ჰკითხეს.

 

ნატო-ს შესახებ საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან ომში აშშ-ს ალიანსი „საერთოდ არ სჭირდებოდა", თუმცა მისივე თქმით, ნატო „იქ უნდა ყოფილიყო".

 

ჟურნალისტმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხა, მაშინ რატომ სურდა ალიანსის წევრების ჩართვა კონფლიქტში. „მინდოდა მენახა, ჩაერთვებოდნენ თუ არა", - აღნიშნა ტრამპმა.

 

ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს „სულ მცირე მინიმალური ძალისხმევა მაინც უნდა გამოევლინა და უფრო თბილი სიტყვები უნდა ეთქვა".

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თუ სტარმერი „ჩრდილოეთ ზღვას გახსნის" და „მიგრაციის პოლიტიკა გაამკაცრებს", ურთიერთობა შეიძლება „აღდგეს". როგორც ტრამპმა აღნიშნა, სტარმერი თუ ამას არ გააკეთებს, შანსი არ ექნება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ