25.04.2026 20:09
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი" პაკისტანის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მაღალი რანგის ოფიციალური პირები ისლამაბადთან ახლოს მდებარე აეროპორტში არაღჩის გასაცილებლად იმყოფებოდნენ. ოფიციალურმა პირებმა მედიასთან ანონიმურობის დაცვით ისაუბრეს.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისლამაბადში პაკისტანის არმიის მეთაურს, ფელდმარშალ ასიმ მუნირს შეხვდა და მას ისლამურ რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის ომის დასრულების შესახებ ირანის პოზიცია გააცნო.
როგორც აბას არაღჩიმ აღნიშნა თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში, „ვიდრე შედეგი არ მიიღწევა." გარდა ამისა, არაღჩი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს პრემიერ-მინისტრისაც შეხვდა. პრემიერის ოფისში გამართულ შეხვედრას პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი იშაქ დარი და პაკისტანის არმიის ფელდმარშალ ასიმ მუნირიც ესწრებოდნენ.
„სქაი ნიუსის" ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადში ვიზიტის დროს პაკისტანში მყოფ შუამავლებს აშშ-ის წინადადებებთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები და ეჭვები გააცნო, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა მოთხოვნებზეა საუბარი.
ავტორ(ებ)ი :