ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა 25.04.2026 23:46

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას" სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა.

ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუმ ისრაელის არმიას დაავალა ინტენსიურად შეუტიონ „ჰეზბოლას" სამიზნეებს, სხვა დეტალები უცნობია.

მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა „ჰეზბოლას" სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთსა ლიბანის სამხრეთით ისრაელის სახმელეთო ჯარებზე.

ისრაელმაც დღეს არაერთი დარტყმა განახორციელა ლიბანის სამხრეთით, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, „ჰეზბოლას", სულ მცირე, ექვსი წევრი დაიღუპა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ