ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა 26.04.2026 13:39

 

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მასშტაბური კატასტროფიდან, ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქებიდან 40 წელი შესრულდა.

1986 წლის 26 აპრილს აფეთქება უკრაინაში, ქალაქ ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მოხდა. აფეთქებისა და ხანძრის შემდეგ რადიაქტიური ნივთიერება არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელარუსსა და ევროპის ქვეყნებშიც გავრცელდა.

აფეთქების შემდეგ 10 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რამდენიმე დღეში კი ევაკუაციის ზონა 30 კილომეტრამდე გაფართოვდა. საერთო ჯამში ტერიტორიიდან 200 ათასი ადამიანი გაიყვანეს.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. კატასტროფიდან სამი ათწლეულის განმავლობაში ათასობით ადამიანი რადიაციით გამოწვეული დაავადებებით დაავადდა. გაეროს ინფორმაციით, 4 ათასი ადამიანის სიკვდილი ჩერნობილის კატასტროფით გამოწვეულ დაავადებებს უკავშირდება, ხოლო Greenpeace-ის მონაცემებით, კიბოთი და თანდაყოლილი დეფექტებით დაღუპულთა რიცხვი 20-ჯერ მეტია.

 

40 წელი ჩერნობილის ტრაგედიიდან - უკრაინაში ქალაქ სლავუტიჩში დაღუპულთა პატივსაცემად, სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. დემონსტრაციის მონაწილეები, სიმბოლურად, თეთრ სპეცტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები. ერთმა მამაკაცმა ზარი დარეკა, დემონსტრაციის მონაწილეებმა კი ადგილზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ