26.04.2026 22:09
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეუძლია, აშშ-ს მიმართოს, თუ ომის დასასრულებლად მოლაპარაკება სურს.
„საუბარი თუ სურთ, შეუძლიათ, მოგვმართონ ან დაგვირეკონ. იცით, ტელეფონი არსებობს. გვაქვს კარგი, დაცული ხაზები", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ომი ძალიან მალე დასრულდება.
როგორც ტრამპმა განმარტა, მათი წითელი ხაზი უცვლელია - შეერთებული შტატები მოითხოვს, ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს.
„ჩვენ არ შეგვიძლია, ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება მივცეთ. ეს წინა პრეზიდენტებს უნდა გაეკეთებინათ. ეს წლების განმავლობაში უნდა გაეკეთებინათ, 40, 47 წლის განმავლობაში. არავინ არაფერს აკეთებდა ამის წინააღმდეგ. ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პაკისტანში მისი სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტი გააუქმა.
ავტორ(ებ)ი :