სროლამდე ძმას შეტყობინება გაუგზავნა - ახალი დეტალები 31 წლის კოულ თომას ალენის შესახებ 26.04.2026 22:11

 

ვაშინგტონში აგრძელებენ იმ თავდასხმის მოტივების გამოძიებას, რომელიც სასტუმრო „ვაშინგოტ ჰილტონში"  თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღების ცერემონიაზე მოხდა. როგორც უცხოური მედია წერს,   თავდამსხმელმა, 31 წლის კოულ თომას ალენმა, სროლამდე  ე.წ. „მანიფესტი" დაწერა.

მედიის ცნობით,  ჩანაწერში თავდამსხმელმა პრიორიტეტულ სამიზნეებად მკაფიოდ დაასახელა ამერიკის ადმინისტრაციის თანამშრომლები. გარდა ამისა, მის სოციალურ ქსელებში ხშირად ფიქსირდებოდა „აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა".

თავდამსხმელმა ეს მანიფესტი საკუთარ ნათესავებს გაუგზავნა. მისმა ძმამ, რომელმაც ეს შეტყობინება მიიღო, პოლიციას აჩვენა ჯერ კიდევ სროლის დაწყებამდე, თუმცა, სამწუხაროდ, სროლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

მანამდე ალენი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში ლოზუნგით „No Kings", რომლებიც ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მისი ქმედების მოტივებს გამომძიებლები კვლავ იკვლევენ და არ გამორიცხავენ ფსიქიკური აშლილობის ვერსიას.

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიური ვახშამზე, რომელიც სასტუმრო Washington Hilton-ში იმართებოდა, კაცმა ცეცხლი გახსნა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრები, რომელთა ევაკუაციაც განხორციელდა.

საიდუმლო სამსახურმა და აშშ-ის უსაფრთხოების სხვა ორგანოებმა ალყა შემოარტყეს სასტუმროს საბანკეტო დარბაზს, სადაც ასზე მეტი ადამიანი ტრამპის გამოსვლას ელოდებოდა. ზოგიერთი დამსწრე იტყობინებოდა, რომ 5-8 გასროლის ხმა გაიგონეს. თავად თავდამსხმელი დარბაზში არ შეჭრილა, ინციდენტი სასტუმროს ერთ-ერთ სხვა შენობაში მოხდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ