რუსეთის საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ აბას არაღჩი მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს 26.04.2026 23:00

 

რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში ადასტურებენ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში ირანის ელჩმა დაადასტურა, არაღჩი 27 აპრილს ეწვევა მოსკოვს.

„ვადასტურებთ არაღჩის ვიზიტს რუსეთში მოლაპარაკებების გასამართად", - აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ