ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში მიიტანა 27.04.2026 17:12

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელმა ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას" ობიექტებზე იერიში მიიტანა.

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ისინი აღმოსავლეთ და სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონში „ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებენ. მათივე ცნობით, დარტყმები ძირითადად ბექაას ველზეა ფოკუსირებული.

ამასთან, „სქაინიუსის" ცნობით, გასულ ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას" სამხედრო ობიექტებს დაარტყეს და სამი ტერორისტი მოკლეს.

IDF-ის ცნობით, ისინი ისრაელისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

როგორც გამოცემა წერს, ლიბანში ცეცხლის სამკვირიანი შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში რჩება, თუმცა ისრაელი და „ჰეზბოლა" იერიშებს კვლავ აგრძელებენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ