27.04.2026 18:18
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდა.
მედიის ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ირანელი ხალხი რთულ პერიოდს გადაიტანს და მშვიდობა დაისადგურებს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რიას" ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ირანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე.
„ჩვენი მხრიდან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც თქვენს ინტერესებს, რეგიონის ყველა ხალხის ინტერესებს ემსახურება, რათა მშვიდობას რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ", - აღნიშნა პუტინმა.
თავის მხრივ, არაღჩიმ ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კარგად ვითარდება და გაძლიერდება. არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს ბრძოლას შეერთებულ შტატებთან.
„მთელმა მსოფლიომ დაამტკიცა, რომ ირანელმა ხალხმა, თავისი წინააღმდეგობითა და გამბედაობით, შეძლო ამერიკული თავდასხმებისა და ამერიკული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა და შეძლებს, ამ პერიოდს გაუძლოს", - განაცხადა აბას არაღჩიმ.
მედიის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის უფროსი იგორ კოსტიუკოვი. არაღჩის გარდა, ირანის დელეგაციაში შედიოდნენ მისი მოადგილე, ქაზემ ღარიბაბადი და მოსკოვში ირანის ელჩი, ქაზემ ჯალალი.
ავტორ(ებ)ი :