„მშვიდობიანი დებატები, პროტესტი და ხმის მიცემა - აი, ასე უნდა ვაგვარებდეთ უთანხმოებებს და არა ტყვიებით“- თეთრი სახლის სპიკერი 27.04.2026 23:14

 

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა მოუწოდა „დემოკრატებს", გადახედონ ტრამპის მიმართ „უსამართლო და კონფრონტაციულ რიტორიკას".

„მშვიდობიანი დებატები, პროტესტი და ხმის მიცემა - აი, ასე უნდა ვაგვარებდეთ უთანხმოებებს და არა ტყვიებით", - განაცხადა ლევიტმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

„ეს პოლიტიკური ძალადობა სათავეს იღებს მისი და მისი მხარდამჭერების სისტემური დემონიზაციიდან კომენტატორების, „დემოკრატიული პარტიის" არჩეული წევრებისა და მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან", - აღნიშნა მან.

ლევიტის თქმით, რიტორიკა, რომელიც ტრამპს ჰიტლერს ადარებს, „აღვივებს მსგავს ძალადობას".

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის წინააღმდეგ უკვე მკვლელობის სამი მცდელობა განხორციელდა.

მისივე განცხადებით, „დემოკრატიულმა პარტიამ" ქვეყანას თავს მოახვია მოსაზრება, თითქოს ტრამპი „ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას".

„ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებს აჯერებენ, რომ ეს სიტყვები სიმართლეა, რის შემდეგაც ისინი ამის საფუძველზე მოქმედებენ", - დასძინა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ