27.04.2026 23:32
ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება", - ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი უკრაინელი კოლეგის პოსტს, რომელშიც ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არ ჰქონდა ისრაელს შესაბამისი რეაქცია უკრაინის ლეგიტიმურ მოთხოვნაზე იმ გემთან დაკავშირებით, რომელმაც ჰაიფაში მოპარული ტვირთი ჩაიტანა".
"ბრალდებები არ არის მტკიცებულება. ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ჯერჯერობით, არ არის წარმოდგენილი. თქვენ სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნაც კი არ გამოგიგზავნიათ, სანამ მედიასა და სოციალურ ქსელებს მიმართავდით. საკითხი შესწავლილი იქნება. ისრაელი არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოები. ისრაელის ყველა უწყება იმოქმედებს კანონის შესაბამისად", - აღნიშნა საარმა.
მანამდე სიბიგამ აღნიშნა, რომ „უკრაინა-ისრაელის მეგობრულ ურთიერთობებს აქვს პოტენციალი, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს და რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულით უკანონო ვაჭრობამ ხელი არ უნდა შეუშალოს მათ".
ავტორ(ებ)ი :