ნავთობის ფასი ბარელზე 110 დოლარს აჭარბებს, ფასების ზრდა კი "ფიზიკური დეფიციტით" არის განპირობებული - CNN 28.04.2026 17:52

 

ნავთობის მსოფლიო ფასმა, დღეს, ბარელზე 110 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად მოხდა. როგორც CNN-ი წერს, იზრდება შეშფოთება, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის სრული გახსნის დაგვიანება, გლობალურ ნავთობმომარაგებას მზარდ საფრთხეს უქმნის.

მედიის ცნობით, გლობალური საორიენტაციო მარკის, Brent-ის ნავთობის ფასი 2.7%-ით გაიზარდა და ბარელზე 111 დოლარს გადააჭარბა. აშშ-ის საორიენტაციო მარკის, West Texas Intermediate-ის (WTI) ფასი 3.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 100 დოლარს მიუახლოვდა.

"ფასებს უფრო მეტად ფიზიკური დეფიციტი განაპირობებს, ვიდრე ომის შესახებ სათაურები. მოვაჭრეები სულ უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას წყალზე მიმდინარე მოვლენებზე (ანუ ნებისმიერი აქტივობის არარსებობაზე) იმის ნაცვლად,რომ დიპლომატიურ ასპექტებზე დაყრდნობით ივაჭრონ", - წერს საინვესტიციო ბანკ Saxo-ს სტრატეგი, ნილ უილსონი თავის ჩანაწერში.

მედიის ცნობით, ინვესტორების შეშფოთება იმის შესახებ, რომ აშშ და ირანი შეთანხმებასთან ახლოს არ არიან, საფონდო ბირჟებზე უარყოფითად აისახება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ