Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ს და OPEC+-ს ტოვებს 28.04.2026 17:55

 

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნავთობის მომპოვებელთა და ექსპორტიორთა ორგანიზაციებს OPEC-ს და OPEC+-ს ტოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ოფიციალურმა აბუ-დაბიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანთან ომმა ისტორიული ენერგეტიკული შოკი გამოიწვია და მსოფლიო ეკონომიკის დესტაბილიზაცია მოახდინა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების გასვლა OPEC-დან და OPEC+-დან არის სერიოზული დარტყმა საუდის არაბეთისთვის, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციების ლიდერია, წერს Reuters-ი.

სააგენტოს ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების გასვლა არის დიდი დანაკარგი OPEC-თვის და OPEC+-თვის. ეს გადაწყვეტილება შეასუსტებს ორგანიზაციებს, რომლებიც, უთანხმოების მიუხედავად, ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობდნენ.

OPEC-სა და OPEC+-ში შემავალი სპარსეთის ყურის ქვეყნები ჰორმუზის სრუტით ნავთობის ექსპორტს სრული მოცულობით ვერ ახდენენ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოსვლა ორგანიზაციებიდან არის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამარჯვება, რომელიც მათ „დანარჩენი მსოფლიოს მოტყუებასა" და ნავთობზე ფასების ხელოვნურ აწევაში ადანაშაულებდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ