28.04.2026 20:32
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამეს და დედოფალ კამილას თეთრ სახლში დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლა ხუმრობით დაიწყო და განაცხადა, რომ „მშვენიერი ბრიტანული დღეა", რითაც მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ წვიმიან ამინდზე მიანიშნა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა ელიზაბეტ მეორის მიერ თეთრ სახლში ხის დარგვა და ამ ფაქტს ორ ერს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირის ცოცხალი სიმბოლო უწოდა.
მისი თქმით, ელიზაბეტის მიერ დარგული ნერგი ზომითა და სიმტკიცით სამჯერ გაიზარდა, რაც ორ ერს შორის ურთიერთობას ასახავს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მსგავსად, „ის ბრიტანელების ხელით დაირგო ამერიკულ მიწაზე".
ამასთან, მისივე თქმით, აშშ-ის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საუკუნეების განმავლობაში „ამერიკელებს ბრიტანელებზე ახლო მეგობრები არ ჰყოლიათ".
ცერემონიის დასრულების შემდეგ მეფე და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დახურულ კარს მიღმა შეხვედრას გამართავენ, შეხვედრას გამართავენ დედოფალი კამილა და მელანია ტრამპიც.
დღესვე, დაგეგმილია მეფე ჩარლზის სიტყვით გამოსვლა კონგრესში, რის შემდეგაც სამეფო ოჯახი თეთრ სახლში სახელმწიფო ვახშამზე დაბრუნდება.
ავტორ(ებ)ი :