28.04.2026 22:12
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული იარაღის ექსპორტის გახსნა დააანონსა. მისი თქმით, ეს იქნება „რეალური" პროცესი, რადგან ყველა დეტალი სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე უკვე შეთანხმებულია.
„დღეს ჩვენი ექსპერტიზა უსაფრთხოების სფეროში და თანამედროვე ომში გამოცდილი იარაღი საინტერესოა ყველა იმ პარტნიორისთვის, რომელსაც სურს საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის რეალური დონის უზრუნველყოფა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე დასძინა, რომ უკრაინამ პარტნიორებს, რომლებიც კიევს ეხმარებიან, თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი შესთავაზა.
პრეზიდენტის განმარტებით, საუბარია სპეციალურ შეთანხმებებზე უკრაინული დრონების, რაკეტების, ჭურვებისა და სხვა სახის იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებასა და მიწოდებაზე, ასევე პარტნიორების თავდაცვის სისტემებთან მათ ინტეგრაციაზე.
ავტორ(ებ)ი :