28.04.2026 22:59
კომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ საწვავის ფასები თუ მაღალი დარჩება, ევროპული ავიაკომპანიები, შესაძლოა, გაკოტრდნენ.
მაიკლ ო'ლირის თქმით, ავიაკომპანიების გაკოტრება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თვითმფრინავის საწვავის ფასები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის განმავლობაშიც მაღალი დარჩება.
ამასთან, მაიკლ ო'ლირიმ CNBC-ს განუცხადა, რომ ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი შედარებით დაცულია, რადგან მას საწვავის მოთხოვნილებების 80 პროცენტი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა მისი კონკურენტები, შესაძლოა, „რეალურ ფინანსურ სირთულეებს" წააწყდნენ.
„Jet A-1 საწვავი მარტში ბარელზე დაახლოებით 80 დოლარი ღირდა. ახლა ის 150 დოლარია", - განაცხადა ო'ლირიმ.
ამასთან, საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპას, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში ავიასაწვავის მწვავე დეფიციტი შეექმნას.
ავტორ(ებ)ი :