Reuters/Ipsos-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, ტრამპის რეიტინგი ამჟამინდელი ვადის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა 28.04.2026 23:02

 

Reuters/Ipsos-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგი მისი ამჟამინდელი ვადის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ოთხდღიანი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თეთრ სახლში ტრამპის მუშაობას დადებითად აფასებს ამერიკელების 34%, რაც 2%-ით ნაკლებია Reuters/Ipsos-ის მიერ 15-დან 20 აპრილამდე ჩატარებულ კვლევასთან შედარებით.

ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 22% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ქვეყანაში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, მაშინ, როდესაც წინა კვლევაში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენდა.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელების მყარი უმრავლესობა - 78% კვლავ უჭერს მხარს ტრამპს, პარტიის მხარდამჭერთა 41% ამბობს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში საცხოვრებელი პირობები არ გაუმჯობესებულა.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ 34% უჭერს მხარს აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტს, რაც აპრილის შუა რიცხვებში 36%-ს, მარტის შუა რიცხვებში კი, 38%-ს შეადგენდა.

ამასთან, როგორც „როიტერი" წერს, გამოკითხვის უმეტესობა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე სროლამდე ჩატარდა, ამიტომაც ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენა ექნება ამას ტრამპის რეიტინგზე.

Reuters/Ipsos-მა გამოკითხვა, როგორც ფიზიკურად, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით აწარმოა. როგორც აღინიშნა, სულ გამოიკითხა 1 269 ზრდასრული ამერიკელი. ცდომილების ზღვარი დაახლოებით 3%-ს შეადგენს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ