28.04.2026 23:16
ირანმა ნათლად განაცხადა, რომ ომის ფონზე, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების საკითხში უკან არ დაიხევს - ამის შესახებ ინფორმაციას Abc News-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ირანი ომს დასრულებულად არ მიიჩნევს.
ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ირანი აცხადებს, რომ აქტიურად აახლებს სამიზნეებს, აგრძელებს წვრთნებს, აწარმოებს და აუმჯობესებს იარაღს. "პირობები იგივე რჩება, რაც ომის დროს იყო", - განაცხადა ირანის სამხედრო წარმომადგენელმა მოჰამად აკრამინიამ.'
მისივე თქმით, აშშ-ის მომავალ თავდასხმებზე, ირანის პასუხი ხისტი იქნება.
"ჩვენ ბევრი კოზირი გვაქვს, რომელიც ჯერ არ გამოგვიყენებია. ჩვენ გვაქვს ომის ახალი არენები, ახალი იარაღები და ომის წარმოების ახალი მეთოდები, რომლებიც წინა ორი ომის გამოცდილებას ეფუძნება. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მტერს უფრო თვდაჯერებულად და გამანადგურებლად ვუპასუხოთ", - თქვა მან.
ავტორ(ებ)ი :