არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ირანის თავდასხმების საპასუხოდ მიღებული საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა ზომა გააუქმა - CNN 02.05.2026 23:00

 

არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის განცხადების თანახმად, ქვეყანამ უსაფრთხოების ყველა ზომა გააუქმა, რომელიც ირანის მიერ ქვეყანაზე თავდასხმების დროს, საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ხელისუფლებამ, არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცეში, საჰაერო ნავიგაციის ოპერაციების სრული აღდგენის შესახებ განაცხადა. ტექსტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება "ოპერაციული და უსაფრთხოების პირობების ყოვლისმომცველი შეფასების შემდეგ" მიიღეს.

მედიის ცნობით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები მას შემდეგ დააწესა, რაც ირანმა ქვეყნის მიმართულებით ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა. ირანის მხრიდან თავდასხმა, თებერვლის ბოლოს, ირანულ სამიზნეებზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების საპასუხო ზომები იყო.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ