ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, შტატებმა ირანზე დარტყმები განაახლოს, თუ ისინი „ცუდად მოიქცევიან“ 03.05.2026 10:19

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, აშშ-მა ირანზე დარტყმები განაახლოს, თუ ისინი „ცუდად მოიქცევიან".

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ფლორიდაში, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ირანს აღსადგენად, სულ მცირე, 20 წელი დასჭირდება.

„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით. მათ სურთ გარიგების დადება. ისინი განადგურებულები არიან. მათ უჭირთ იმის გარკვევა, თუ ვინ არის მათი ლიდერი. მათ არ იციან ვინ არის მათი ლიდერი. თუ ახლავე წავალთ, მათ 20 წელი დასჭირდებათ აღსადგენად. მაგრამ ჩვენ ახლა არ მივდივართ რადგან ორ ან ხუთ წელიწადში არავის მოუწიოს უკან დაბრუნება",- განაცხადა ტრამპმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ