03.05.2026 11:53
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების კომიტეტმა ორი ახალი გამანადგურებელი ესკადრილიის შეძენის გეგმა დაამტკიცა, რის საფუძვლადაც ირანთან ომის დროს მიღებული "ოპერაციული გამოცდილება" დაასახელა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ესკადრილიები მოიცავს F-35 და F-15IA ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, რომლებსაც Lockheed Martin-ი და Boeing-ი აწარმოებენ. მისი განმარტებით, გარიგების მასშტაბები მილიარდობით აშშ დოლარად არის შეფასებული.
"ირანის წინააღმდეგ კამპანიის დროს მიღებული ოპერატიული გამოცდილება მოითხოვს, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ჩვენი სამხედრო გაძლიერება. ჩვენი მისია ნათელია: ჩვენს მტრებზე წინ ვიყოთ", - განაცხადა კაცმა.
კაცმა აღნიშნა, რომ გამანადგურებელი ესკადრილიების შექმნის გეგმის დამტკიცება, პირველი ნაბიჯი იყო 350 მილიარდი შეკელის (118.9 მილიარდი დოლარის) ღირებულების სამხედრო აღჭურვის გეგმის განხორციელებისკენ, რომელიც "ათწლეულის განმავლობაში ინტენსიური უსაფრთხოებისთვის", ქვეყნის დასაცავად უნდა განხორციელდეს.
ავტორ(ებ)ი :