ირანმა აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა 03.05.2026 13:04

 

საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმა, რომელიც ირანის ხელისუფლებამ ვაშინგტონს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადასცა, 14 პუნქტისგან შედგება. როგორც ირანული სააგენტო Tasnim-ი წერს, თეირანის მოთხოვნებს შორის არის:

  • თავდაუსხმელობის გარანტიები;
  • ამერიკული ჯარების გაყვანა ახლო აღმოსავლეთიდან;
  • საზღვაო ბლოკადის მოხსნა;
  • დაბლოკილი ირანული აქტივების დეპოზიტების გახსნა;
  • რეპარაციების გადახდა;
  • სანქციების მოხსნა;
  • ომის შეწყვეტა ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით;
  • ჰორმუზის სრუტის ფუნქციონირების ახალი მექანიზმის დადგენა.

გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თეირანის გეგმაში დადგენილია ერთთვიანი ვადა მოლაპარაკებებისთვის ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის შეწყვეტისა და ომის საბოლოო დასრულების შესახებ.

გარიგების მიღწევის შემდეგ, დაგეგმილია კიდევ ერთი ერთთვიანი მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, აღნიშნეს გამოცემის რესპონდენტებმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანის წინადადებებს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას მალე განიხილავს, თუმცა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ის ვაშინგტონისთვის მისაღები იქნება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ