03.05.2026 15:26
Insa Institute-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გერმანელთა 76% ფრიდრიხ მერცის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა,- ამის შესახებ გერმანული გაზეთი Bild am Sonntag-ი იუწყება.
გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილოა კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობის საქმიანობით. კერძოდ, გამოკითხული გერმანელების 76%-მა უკმაყოფილება გამოთქვა კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობის მუშაობით, ხოლო 16%-მა განაცხადა, რომ მათ საქმიანობას დადებითად აფასებს.
ამავე კვლევის მიხედვით, გერმანელების მხოლოდ 24% ფიქრობს, რომ მოქმედი კოალიცია, რომელიც შედგება ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის, ქრისტიან-სოციალური კავშირისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან, შეძლებს მუშაობის გაგრძელებას 2029 წლამდე.
რესპონდენტთა 58% მიიჩნევს, რომ კოალიცია ვადას ვერ მიაღწევს, ხოლო 18%-მა პასუხი არ გასცა ან არ არის დარწმუნებული.
გამოკითხვა ჩატარდა 2026 წლის 29-30 აპრილს და მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა ადამიანმა. პარალელურად, სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ იზრდება ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის" მხარდაჭერა. გასულ კვირას ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მათ 28% უჭერს მხარს.
ავტორ(ებ)ი :