რომის პაპი - დღეს ჩვენ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ, სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმით 03.05.2026 16:40

 

დღეს ჩვენ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ, სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმით, - ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა.

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ, რომის პაპმა განაცხადა, რომ ეს დღე ხაზს უსვამს, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მნიშვნელობას, ასევე იმ მზარდ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც მედიის წარმომადგენლები დგანან, განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებში.

„დღეს ჩვენ იუნესკო-ს მიერ ორგანიზებულ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ. სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით. ჩვენ გვახსოვს მრავალი ჟურნალისტი და რეპორტიორი, რომლებიც ომისა და ძალადობის მსხვერპლი გახდნენ", - განაცხადა რომის პაპმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ