თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადატრიალდა, არის მსხვერპლი 03.05.2026 22:52

 

თურქეთში, მალათიის პროვინციის დოღანშეჰირის რაიონში, სამგზავრო ავტობუსის გადატრიალების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ავარია დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. მალათიიდან ადიამანის მიმართულებით მიმავალი ქალაქთაშორისო ავტობუსი (სახელმწიფო ნომრით 34 FB 5349), რომლის მძღოლის ვინაობა ჯერ უცნობია, კონტროლიდან გამოვიდა და ამოტრიალდა. შეტყობინების მიღების შემდეგ შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ჯგუფები.

ავტობუსში ჩარჩენილი მგზავრები მაშველებმა გამოიყვანეს. დაშავებულები, მათ შორის მძღოლი და 40 მგზავრი, ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, ადგილზე დიდი რაოდენობით სამაშველო, სასწრაფო დახმარების და საპოლიციო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.

ავტობუსი კომპანია Muş Yolu Turizm-ს ეკუთვნოდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ