ირანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისთვის წარდგენილ სამშვიდობო შეთანხმებაზე ვაშინგტონისგან პასუხი მიიღო, რასაც განიხილავს 03.05.2026 22:54

 

ირანი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ვაშინგტონისგან პასუხი მიიღო.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-მა ირანს 14-პუნქტიან წინადადებაზე პაკისტანის გავლით გადასცა პასუხი და თეირანი ამჟამად პასუხს განიხილავს.

არც თეირანს და არც ვაშინგტონს ჯერ არ განუმარტავთ, რას მოიცავს აშშ-ის პასუხი.

მანამდე, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა" ირანის მიერ შეერთებული შტატებისთვის წარდგენილი სამშვიდობო შეთანხმების პირობები გამოაქვეყნა. სააგენტოს ინფორმაციით, პირობებს შორისაა: გარანტიები, რომ შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმას არ განახორციელებს, ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა ირანის გარშემო არსებული რეგიონიდან, ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა და სრუტის მართვის „ახალი მექანიზმის" შემოღება, ლიბანში ისრაელ-ჰეზბოლას კონფლიქტის დასრულება, გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლება, ომის 30 დღეში დასრულება - აშშ-ის მიერ შეთავაზებული ორთვიანი ზავის ნაცვლად, ასევე, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გადავადება ომის დასრულების შემდეგ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ