ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ნებისმიერი ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად აღიქმება-ებრაჰიმ აზიზი 04.05.2026 09:26

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელი ებრაჰიმ აზიზი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ნებისმიერი ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად აღიქმება.

მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე და სპარსეთის ყურე ტრამპის „ბოდვითი პოსტებით" არ უნდა იმართებოდეს.

„ჰორმუზის სრუტის ახალ საზღვაო რეჟიმში ამერიკის ნებისმიერი ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება. ჰორმუზის სრუტე და სპარსეთის ყურე ტრამპის ბოდვითი პოსტებით არ იმართება! არავინ დაიჯერებს „დადანაშაულების თამაშის" სცენარებს!",- აცხადებს ებრაჰიმ აზიზი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ორშაბათიდან ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გაყვანას დაიწყებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ