სომხეთში მიმავალი პედრო სანჩესის თვითმფრინავი თურქეთში ავარიულად დაეშვა 04.05.2026 10:06

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თვითმფრინავი, ტექნიკური პრობლემების გამო, კვირას საღამოს თურქეთში ავარიულად დაეშვა.

სანჩესი  სომხეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა

„ესპანეთის დელეგაცია ღამეს ანკარაში გაათევს, ვიდრე დილით სომხეთისკენ გზას განაგრძობდეს", - ნათქვამია ესპანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელშიც არ არის დაზუსტებული თუ რა ტექნიკური პრობლემა შეექმნა ხომალდს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ