04.05.2026 19:26
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ვაშინგტონთან ევროპელი ლიდერების დაძაბულობა მომატებულია, რადგან ევროპას არ სურს ირანთან ომში მონაწილეობა.
„ვერ უარვყოფთ, რომ ზოგიერთი ალიანსთაგანი, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომელშიც მათ ხილვას ვისურვებდით.
ალიანსებში უფრო მეტი დაძაბულობაა, ვიდრე უნდა იყოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას, როგორც ქვეყნების ჯგუფი, ერთად შევეჩეხეთ",- განაცხადა სტარმერმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კირ სტარმერსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უთანხმოება იყო, რამდენადაც ბრიტანეთმა უარი თქვა, ნება დაერთო აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის, ესარგებლა ბრიტანული ბაზებით ირანზე იერიშების მისატანად.
ავტორ(ებ)ი :