05.05.2026 10:17
ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს და რეგიონისა და მსოფლიოს მძევლად აყვანა შეწყვიტოს. ჰორმუზის სრუტის ბლოკადა უნდა დასრულდეს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა არ უნდა მიიღოს ბირთვული იარაღი.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. სოლიდარობას ვუცხადებთ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხალხს და ჩვენს პარტნიორებს რეგიონში", - განაცხადა მერცმა.
ავტორ(ებ)ი :