ემანუელ მაკრონი - სამხრეთ კავკასია არ არის განწირული, იქცეს ბრძოლის ველად იმპერიებს შორის, რომლებიც მის ნადავლად მოსაპოვებლად იბრძვიან 05.05.2026 15:48

სამხრეთ კავკასია არ არის განწირული, იქცეს ბრძოლის ველად იმპერიებს შორის, რომლებიც მის ნადავლად მოსაპოვებლად იბრძვიან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ერევანში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასია არ უნდა გადაიქცეს მეტოქე გარე ძალების სივრცედ და უნდა იყოს ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთმა გაბედული და აუცილებელი არჩევანი გააკეთა სამშვიდობო ინიციატივების წინსვლით და აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობით და დასძინა, რომ ამ პროცესმა ხელი შეუწყო ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ტრაექტორიის სტაბილიზაციას.

მაკრონის მტკიცებით, ყველა რეგიონული საზღვარი ხელახლა უნდა გაიხსნას, მათ შორის სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის.

„საზღვრები უნდა გაიხსნას, ყველა საზღვარი სრულად უნდა გაიხსნას. ეს არის ის, რაც სრულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს და სამხრეთ კავკასიაში იმპერიული კონფლიქტების ნაცვლად მშვიდობის გზების შექმნის საშუალებას მოგვცემს", - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს ფართო გადასვლა უფრო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისკენ და რომ მდგრადი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ საერთაშორისო სამართლისა და თანამშრომლობით არის შესაძლებელი და არა ძალის პოლიტიკით.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ