05.05.2026 19:18
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის თანახმადაც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან თანხმობის მიღება არ სჭირდება.
"საბოლოო ჯამში, ცეცხლის შეწყვეტის პირობებში დრო ჩერდება. თუკი პროცესი განახლდება, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება. პრეზიდენტი ინარჩუნებს შესაძლებლობასა და რესურსებს, იმაზე მეტ რესურსსაც კი, ვიდრე ამ პროცესის დასაწყისში გვქონდა - რომ საჭიროების შემთხვევაში, განაახლოს მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები. თუ ირანი არ ისურვებს შეთანხმების თავისი ნაწილის შესრულებას ან გარიგებაზე წამოსვლას, მაშინ ომის დეპარტამენტი სრულ მზადყოფნაშია და მოქმედებისთვის მზადაა. იმედი გვაქვს, მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდება", - განაცხადა ჰეგსეტმა.
ავტორ(ებ)ი :