სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე ბაგუშატის გვირაბის მშენებლობაზე 05.05.2026 20:17

სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე ბაგუშატის გვირაბის მშენებლობაზე, რომელიც ირან-სომხეთის და საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მონაკვეთებს დააკავშირებს.

 

 "როდესაც მე და პრეზიდენტმა მაკრონმა პირველად განვიხილეთ ეს თემა, მას ჩვენს მოტივაციაზე ვესაუბრე. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ სხვადასხვა სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზე, მაგრამ გვჭირდება კომპანიები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები ამ სტანდარტების დასანერგად. ამ შემთხვევაში, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობაში ფრანგული სამშენებლო კომპანიების ჩართვა, რომლებიც, თავის მხრივ, ადგილობრივ ქვეკონტრაქტორებს მოიზიდავენ, სერიოზულ შესაძლებლობებს შექმნის სომხეთის ეკონომიკაში ამ სტანდარტების დასამკვიდრებლად" - განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ეს შესაძლებელი გახდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პირადი ჩართულობით.

 ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ავტომაგისტრალი „ჩრდილოეთი-სამხრეთი" სომხეთში მიმდინარე ერთ-ერთი „სუპერპროექტია", ხოლო ბაგუშატას მონაკვეთი ყველაზე რთულია და მისი მშენებლობისთვის განსაკუთრებული უნარებია საჭირო. „როგორც საფრანგეთი, ისე პრეზიდენტი მაკრონი სომხეთის გვერდით დადგნენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუპერპროექტი „ჩრდილოეთი-სამხრეთი" უკვე ხორცს ისხამს. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ