ირანმა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის რეგულირების ახალი მექანიზმი აამოქმედა - CNN 05.05.2026 22:58

 

ირანმა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის რეგულირების ახალი მექანიზმი აამოქმედა - ინფორმაციას CNN-ი, ირანის სახელმწიფო ტელეარხ "Press TV-ზე" დაყრდნობით ავრცელებს

ახალი სისტემის თანახმად, ყველა გემი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტს აპირებს, სპარსეთის ყურის სრუტის ორგანოსთან (PGSA) დაკავშირებული მისამართიდან მიიღებს ელექტრონულ წერილს, რომლითაც მათ სრუტეში გავლის ახალი წესებისა და რეგულაციების შესახებ ეცნობებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, გემებს მოეთხოვებათ ტრანზიტის ნებართვის აღება მანამ, სანამ საზღვაო გზას გადაკვეთენ, რომელიც მსოფლიოში ნავთობის გადაზიდვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული კვანძია.

ანგარიშის მიხედვით, ეს ინიციატივა შეფასდა, როგორც "სუვერენული მმართველობის სისტემა, რომელიც ამჟამად ჰორმუზის სრუტეშიმოქმედებს".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ