ირანის პარლამენტის წევრი - „აქსიოსის“ მიერ გამოქვეყნებული აშშ-ის წინადადება უფრო სურვილების სიაა, ვიდრე რეალური გეგმა 06.05.2026 18:14

 

„აქსიოსის" მიერ გამოქვეყნებული აშშ-ის წინადადება უფრო სურვილების სიაა, ვიდრე რეალური გეგმა, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის წევრი ებრაჰიმ რეზაი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აშშ ვერ მიიღებს ომით იმ შედეგს, რაც ვერ მოიპოვა პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.

ცნობისთვის, გამოცემა „აქსიოსი" ორ ამერიკელ მაღალჩინოსანსა და კიდევ ორ სხვა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიმდინარეობს ერთგვერდიანი ჩამონათვალის შეთანხმება ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და ირანელ მაღალჩინოსნებს შორის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მედიაციის ფორმით.

როგორც „აქსიოსი" წერს, ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს რეგიონში ომის დასრულებას და 30-დღიანი მოლაპარაკებების პერიოდის გამოცხადებას, რომლის განმავლობაშიც დეტალურად უნდა მოხდეს შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასა და ამერიკული სანქციების მოხსნაზე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ