06.05.2026 20:00
შეგვიძლია ფიცოს რუსეთში ვიზიტი ვაპატიოთ თუ უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ვარშავაში Defence24 Days უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
"პრემიერ-მინისტრი ფიცოს ინტერვიუ წავიკითხე რამდენიმე დღის წინ. იმ ნამდვილად ძალიან პოზიტიურად საუბრობდა. თუ ის უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს და რუსეთში წავა, შესაძლოა ვაპატიოთ", - განაცხადა სიკორსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ უნგრეთის ახალი მთავრობისგან ელის უკრაინის დახმარებაზე ვეტოს მოხსნას და უკვე დამტკიცებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი აღნიშნა.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო 9 მაისს რუსეთში ჩასვლას გეგმავს, მაგრამ სამხედრო აღლუმს არ დაესწრება.
ავტორ(ებ)ი :