07.05.2026 15:51
ლატვიის თავდაცვის მინისტრი ანდრის სპრუდისი აცხადებს, რომ ლატვიის ნავთობსაცავთან ჩამოვარდნილი დრონები შესაძლოა, უკრაინულია.
„განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ეს იყო უკრაინული დრონები, რომლებიც რუსეთში სამიზნეებისკენ მიემართებოდნენ", - აღნიშნა ლატვიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა დასძინა, რომ მფრინავი ობიექტის ჩამოგდების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს.
„დასახლებულ ტერიტორიაზე დრონების ჩამოსაგდებად რამდენიმე ფაქტორი უნდა დაკმაყოფილდეს", - აღნიშნა ანდრის სპრუდისმა.
ლატვიის ქალაქ რეზეკნეში დრონი ენერგომომარაგების ობიექტს შეეჯახა. ლატვიაში სავარაუდოდ სამი დრონი ჩამოვარდა.
ავტორ(ებ)ი :