​ჰორმუზის სრუტეში ჩინეთის ნავთობის ტანკერზე თავდასხმა მოხდა 08.05.2026 13:20

​ჰორმუზის სრუტეში ჩინეთის ნავთობის ტანკერზე თავდასხმა მოხდა.

 

გავრცელებული ცნობით, ტანკერზე ჩინელი ეკიპაჟის წევრები იმყოფებიან. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობის ტანკერზე თავდასხმა 4 მაისს მოხდა.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ლინ ძიანის განცხადებით, ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ და სრუტეში ჩარჩენილები არიან დიდი რაოდენობით გემები და ეკიპაჟის წევრები.

 

ჩინეთის მხარე მიიჩნევს, რომ სრუტეში შეუფერხებელი გადაადგილების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა და სამოქალაქო გემებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების დაცვა რეგიონის ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს ემსახურება.

 

„ჩინეთი მოუწოდებს ყველა მხარეს, მიიღონ პრაქტიკული ზომები, რათა თავიდან აიცილონ სრუტეში სიტუაციის გაუარესება. ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა გააგრძელოს ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხელშეწყობისა და სრუტეში ვითარების დეესკალაციის მიზნით", - აღნიშნა ლინ ძიანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ