09.05.2026 16:27
პოლონეთი მზად არის, დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი მიიღოს, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში სოციალურ ქსელში წერს.
„პოლონეთი მზადაა, მიიღოს დამატებითი ამერიკული ჯარები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად და ევროპის კიდევ უფრო საიმედო დასაცავად. პოლონეთ-ამერიკის კავშირი ჩვენი უსაფრთხოების ქვაკუთხედია", - წერს ოსინიაკ-კამიში სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ. ამას წინ უძღვოდა გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება. პენტაგონის ინფორმაციით, გერმანიას 5 000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს. ტრამპმა ასევე არ გამორიცხა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი გაიყვანონ იტალიიდან და ესპანეთიდანაც. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ნატო-ს მოკავშირეების გადაწყვეტილებით, არ დაეხმარონ აშშ-ს ირანთან ომში.
ავტორ(ებ)ი :