,,უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის''- პუტინი 09.05.2026 23:13

 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ამჟამად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის.

„ვფიქრობ, საქმე დასასრულისკენ მიდის", - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის ზელენსკის შეხვდეს არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ მესამე ქვეყანაშიც, თუმცა მხოლოდ ხელშეკრულების ხელმოსაწერად.

„შესაძლებელია შეხვედრა მესამე ქვეყანაშიც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიღწეული იქნება საბოლოო შეთანხმებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომელიც გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაზე. იმისათვის, რომ მონაწილეობა მივიღო ამ ღონისძიებაში ან რამეს ხელი მოვაწერო, ეს უნდა იყოს საბოლოო წერტილი და არა თავად მოლაპარაკებები", - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ