10.05.2026 15:54
მიწა დავკარგეთო, ამბობენ, მაგრამ როგორ იყო ეს მიწა ჩვენი? - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღზე საუბრისას განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა სოფელ კორნიძორში, სიუნიქის რეგიონის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„როგორ იყო ჩვენი? ამიხსენით, როგორ იყო ჩვენი? არ მინდა, გარდაცვლილების სახელი შევურაცხყო, მაგრამ ვთქვათ, რამდენიმე გენერლის კონტროლის ქვეშ იყო, სადაც ხორბალს თესავდნენ, ეს იყო? ამით იყო ჩვენი? როგორ იყო ჩვენი? როგორ? ახსენით, როგორ? ავაშენეთ იქ სკოლა? ავაშენეთ საბავშვო ბაღი? ავაშენეთ ქარხანა? ვცხოვრობდით იქ, დასახლება გვქონდა? ჩვენი არ იყო", - აღნიშნა ფაშინიანმა.
ავტორ(ებ)ი :