აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა 12.05.2026 02:10

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

სანქციები შეეხება სამ ფიზიკურ პირს და ცხრა კომპანიას. როგორც ცნობილია, სანქცირებული პირები და კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირანული ნავთობის გაყიდვისა და გადაზიდვისთვის ხელშეწყობაში მონაწილეობდნენ.

„სახაზინო დეპარტამენტი გააგრძელებს ირანის რეჟიმის მოწყვეტას ფინანსური ქსელებისგან, რომლებსაც ის ტერორისტული აქტების განსახორციელებლად და გლობალური ეკონომიკის დესტაბილიზაციისთვის იყენებს", - აღნიშნა ბესენტმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ