12.05.2026 22:04
აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაუჯდა, - ამის შესახებ პენტაგონის ფინანსურმა კონტროლერმა, ჯეი ჰერსტმა წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.
როგორც „სიენენი" წერს, ეს შეფასება აღემატება იმ 25-მილიარდიან ნიშნულს, რომელიც პენტაგონის მაღალჩინოსნებმა კონგრესს ორი კვირის წინ წარუდგინეს.
„წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში ჩვენების მიცემის დროს ეს თანხა 25 მილიარდს შეადგენდა, თუმცა გაერთიანებული შტაბისა და კონტროლერის გუნდები მუდმივად ანახლებენ ამ მონაცემებს. ახლა ვფიქრობთ, რომ ციფრი 29 მილიარდთან უფრო ახლოსაა. ეს განპირობებულია აღჭურვილობის შეკეთებისა და ჩანაცვლების განახლებული ხარჯებით, ასევე, საერთო ხარჯებით, რაც საჭიროა რეგიონში სამხედროების შესანარჩუნებლად", - განაცხადა ჰერტსმა.
მისივე თქმით, 29 მილიარდ დოლარში არ შედის ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული ბაზების დაზიანების ხარჯები.
„ამ ეტაპზე ზუსტი შეფასება უბრალოდ არ გვაქვს", - აღნიშნა ჰერსტმა.
ავტორ(ებ)ი :