მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ -დონალდ ტრამპის სადღეგრძელო აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე 14.05.2026 16:35

მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა, - ასე უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს და შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მჭიდრო და ისტორიული კავშირების პატივსაცემად სადღეგრძელო წარმოთქვა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკებებს „პოზიტიური და პროდუქტიული" უწოდა და დღეს გამართული „დიდებული მიღების ცერემონიისთვის" ჩინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა. ასევე, ოფიციალური მიწვევა გაუგზავნა სი ძინპინსა და მის მეუღლეს და ისინი 24 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში მიიპატიჟა.

 

ამასთან, დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას მოიხსენია ამერიკელი ვაჭარი სამუელ შოუ, რომელმაც 250 წლის წინ ჩინეთთან ივაჭრა; ბენჯამინ ფრანკლინი, რომელმაც თავის გაზეთში კონფუცის ციტატები გამოიყენა; პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, რომელიც ჩინეთს დაეხმარა ალმა მატერის დაარსებაში.

 

„ისევე, როგორც ბევრ ჩინელს ახლა უყვარს კალათბურთი და ჯინსები, დღეს ამერიკაში არსებული ჩინური რესტორნები რაოდენობით აღემატება შეერთებული შტატების ხუთ უმსხვილეს სწრაფი კვების ქსელს ერთად აღებულს", - აღნიშნა ტრამპმა.

 

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქვეყნებს „ბევრი საერთო აქვთ" და მიუთითა ისეთ ღირებულებებზე, როგორებიცაა „შრომისმოყვარეობა", „სიმამაცე" და „მიღწევა".

 

„მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ", - განაცხადა ტრამპმა მის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ