14.05.2026 23:28
ჩინეთი შესაძლოა, კულისებს მიღმა აქტიურად ჩაერთოს ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესში, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი ირანზე თავის გავლენას ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მცდელობისთვის გამოიყენებს.
„ჩინეთის ინტერესებში შედის სრუტის გახსნა. ვფიქრობ, პეკინი ამაზე კულისებს მიღმა იმუშავებს", - განაცხადა ბესენტმა.
აშშ-ის სახაზინო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია და ირანული ექსპორტის უდიდესი ნაწილი სწორედ მასზე მოდის, რის გამოც პეკინს სრუტის გახსნის უფრო დიდი ინტერესი აქვს, ვიდრე შეერთებულ შტატებს.
„ჩინეთს სრუტის ხელახლა გახსნის გაცილებით დიდი ინტერესი აქვს, ვიდრე აშშ-ს", - აღნიშნა ბესენტმა.
ავტორ(ებ)ი :